
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეზე, ბიძინა ივანიშვილზე ისაუბრა:
„ბატონი ბიძინას როლი არის განუზომელი. ძალიან კარგად მახსოვს 2011 წლის ვითარება - ადამიანებს არანაირი იმედი არ ჰქონდათ იმისა, რომ რაიმე შეიძლებოდა შეცვლილიყო. რამდენიმე დღის წინ ჩატარდა საგამოძიებო კომისიის სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ გავიხსენეთ თუ როგორ ხდებოდა ადამიანების წამება, რა პირობები იყო ციხეებში, როგორი ზეწოლა მიდიოდა ბიზნესზე და ა.შ. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იყო მთავარი ფაქტორი, რომელიც სტაბილურობას და განვითარებას განაპირობებდა“, - ჰყვება ირაკლი კობახიძე.
მეტისს გასაგებად იხილეთ ვიდეო: