Digest Logo

„ბოლო თვეებია, სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის “ - სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება

1685523525
სოსო ჯაჭვლიანისოსო ჯაჭვლიანი

სოსო ჯაჭვლიანი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაემგზავრება, ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მისმა უახლოესმა მეგობარმა, პოლიტიკოსმა დავით ლორთქიფანიძემ განუცხადა.

მისი თქმით, თურქულ კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია.

„ბოლო თვეებია, სოსო სერიოზულადაა ავად. აქვს სიმსივნე და ინტენსიურ მკურნალობას გადის ქართულ-გერმანულ კლინიკაში. იტარებს სამედიცინო მანიპულაციებს, მათ შორის, ქიმიას. ბოლო პერიოდში, თვალშისაცემი შედეგიც აქვს. ის თვეების განმავლობაში კომუნიკაციაში არავისთან შედიოდა. ქიმიას რომ გაიკეთებს, კონტაქტური არ არის ხოლმე.

სოსოს სამი წლის წინ კუჭის სიმსივნე ჰქონდა და ოპერაცია გერმანიაში გაიკეთა. მაშინ ბატონი ბიძინა ივანიშვილი გვერდით მაგრად დაუდგა და სიკვდილს ხელიდან გამოვტაცეთ. არ იყო წინაპირობა იმისა, რომ რამე მოუვიდოდა, კონტროლზეც იყო, მაგრამ 5 თვის წინ სიმსივნე ღვიძლზე აღმოაჩნდა.

როცა გარდაცვალების შესახებ ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, დავურეკე. ტელეფონზე არ მიპასუხა და მომენტალურად, მასთან სახლში წავედი. არ ჰქონდა თავი, რომ ეპასუხა.

სოსო ახლა მკურნალობის კურსს იტარებს და უმოკლეს დროში თურქეთში გაემგზავრება სამკურნალოდ, საკმაოდ სერიოზულად კლინიკაში. კლინიკის მითითებით, გენეტიკური ანალიზი გაუკეთეს, რომ მკურნალობა კონკრეტული მიმართულებით წავიდეს და არ გაუკეთდეს ქიმია ისე, რომ მთელი ორგანიზმი დაენგრას.

თურქეთის კლინიკასთან მოლაპარაკებები დასრულებულია და დღე-დღეზე გაემგზავრება. იქ 5-ეტაპიანი მკურნალობა უნდა ჩაიტაროს, რომელიც 2-3 თვეს მოიცავს. პირველი ეტაპის შემდეგ რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შემდეგ ისევ მკურნალობა და ა.შ. ეუბნებიან, რომ მკურნალობის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება“, - ამბობს დავით ლორთქიფანიძე.

🔵 ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ჩვენო სოსო, მუდამ გედიად აღგიქვამდით, მახსოვს მთელი ჯგუფი არ ვსუნთქავდით ისე გიყურებდით...“ - მაკა ბულეიშვილი

🔵„თუ ვინმე საკუთარ თავზე აიღებთ ამ პასუხისმგებლობას, მომწერეთ“ – რას წერს თინა ჯამბურია?

🔵🎥 როგორ ემზადებოდა გია მურღულია „ვინ ვინ არის“ შოუსთვის - კადრები რეპეტიციიდან

წყარო: primetime.ge