
ყველასათვის საყვარელი „პა-სეანსის“ წამყვანი და იუმორისტი ლევან ლელაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: „პა-სეანსი“ უკვდავია? - მან ასე უპასუხა:
„პა-სეანსი ანუ პაროდიული სეანსი ასე ერქვა. იდეის ავტორი იყო მამუკა ღლონტი. შეიქმნა მეორე არხი და გადაწყდა ყოფილიყო ახალგაზრდული ინოვაცია. ჩააბარეს გიორგი ებრალიძეს და მან მოიყვანა ახალგაზრდული გუნდი. სათქმელიც ამ ახალგაზრდებმა მოიტანეს. მთავარი რაც იყო ახალი ფორმატი წაყვანის, იყო ახალი სიტყვა ყველა მიმართულებით.
დიახ უკვდავია. როდესაც ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, მოვხვდი მოყვარულ თეატრში „მოდი ნახე“. ტარდებოდა უნივერსიტეტში ოლიმპიადები და მამუკა უკვე გვიცნობდა, როგორც მსახიობებს. ჰოდა როცა იგეგმებოდა ამ გადაცემის შექმნა დაგვიძახეს ჩვენც გასაუბრებებზე. ბოლოს კი ჩემი კანდიდატურა შეირჩა“, - ჰყვება ლევან ლელაშვილი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ნიცა თავაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აქვეყნებს
⭕ „ქალი ეშხი და ქალი ღვთაება“ - სალომე ჭაჭუა ცეცხლოვან კადრებს აქვეყნებს