Digest Logo

🎥 „ჩემი უფროსი ძმა შეიყვანეს და ავტეხე ერთი ამბავი, ისე გამოვიდა, ტრენერმა თქვა, ეს უფრო კარგად თამაშობსო“ - საბა გოგლიჩიძე ბავშვობას იხსენებს

1752434330
საბა გოგლიჩიძე

ქართველი ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე, რომლითაც ცოტა ხნის წინ „ნოტინგემ ფორესტსა“ და „სანდერლენდის“ შემდეგ სერია A-ში დაბრუნებული „სასუოლო“ დაინტერესდა, გადაცემის „ნოესთან“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობა გაიხსენა. 

როგორც თავად ამბობს, ბურთთან შეხება პატარა ასაკიდან ჰქონდა და ეზოში ყოველთვის თამაშობდა:

„ფეხბურთზე არ შევყავდი, ჩემი უფროსი ძმა შეიყვანეს და ავტეხე ერთი ამბავი, რომ მეც მინდა -მეთქი.

ბაბუაჩემმა წამიყვანა, სულ მას დავყავდი. 7 წლის ვიყავი პირველად ვარჯიშზე რომ მივედი, მანამდე სულ ეზოში ბურთით ვთამაშობდი. შემიყვანეს ფეხბურთზე და ისე გამოვიდა, ტრენერმა თქვა, ეს უფრო კარგად თამაშობსო. 

გავყევი სპორტს, სიყვარული და სურვილი მქონდა. როცა წამოვიზარდე ეს სიყვარული არ გამქრალა და ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის“, - ამბობს საბა გოგლიჩიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს ორი გული“ - ნახეთ როგორ თამაშობენ ანნა სულაბერიძე და გიორგი მაქაცარია

„ულამაზესი გოგო“ - ანუკი არეშიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

🎥 „ერთად ვისწავლეთ უნივერსიტეტში წლები, მერე მარკეტინგში წავიდა და უამრავ წარმატებას მიაღწია!“ - გარდაცვლილ ბარბარე ბეჭვაიას ახლობლები ემშვიდობებიან