წიგნი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა, მწერალმა გიორგი კეკელიძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე დაწერა, მალე იტალიურ ენაზე გამოიცემა.
როგორც წიგნის ავტორი წერს, აღნიშნულ წიგნს მსოფლიო-მედიის მხარდაჭერა აქვს, ხოლო ქართულმა გამოცემებმა ეს მოვლენა „დააიგნორეს“.
„დიდი ამბავი...“- გიორგი კეკელიძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს
წიგნის ავტორი აცხადებს, რომ ახლაც ესპანეთში იმყოფება და, მორიგ კარგ ამბავს არის შეჭიდებულები - „დიდი აფხაზების არქივების დაბრუნებას ვიწყებთ“.
„არცერთ ქართულ გამოცემას არ ჰქონია იმგვარი მსოფლიო მედია-მხარდაჭერა, როგორიც ჩემს წიგნს ხვიჩაზე და საქართველოზე, იტალიურად რომ ითარგმნა. ქართული ე.წ. ლიბერალური გამოცემები დუმან - მემარცხენენი არიან თუ მარჯვნივ მდგომები. ერთი თვეა გამოვიდა უკანასკნელი პერიოდის საუკეთესო ქართული პოეტური კრებული ყოველგვარი აზრით - სრული დუმილი. ჩემი დაწერილია. გურიაზე მასშტაბური ფილმის გადაღება მიმდინარეობს - მაი აფერი.
ბიბლიოთეკაში ყოველდღე კეთდება საუკუნის საქმე - ხან პრესის მუზეუმს ვხსნით, ხან დამწერლობის, ხან სოფლის ბიბლიოთეკას, ხან ულამაზეს სკვერის ბიბლიოთეკას და წიგნის ბუდეს - ქართული ლიბერალური მედია წერს - ბრიტანეთში, ნიუკასლის მახლობელ სოფელში, ადგილობრივმა ფერმერმა ძველი ტელეფონის ჯიხურში წიგნები შეაწყო. დიდებული ამბავია! განა რამე. მაგრამ აქეთაც ხდება არანაკლებ დიდებული. მე ამ ამბავს იოლად და ლაღად ვამბობ.
ვერავინ იტყვის რომ ვწუწუნებ, ვიჩაგრები და ჩრდილში ვარ. ეგრე გამოვიდა - მათზე გაცილებით პოპულარული ვარ, უკვე მობეზრებამდე და საშიშიდაც - მათთვისვე სამწუხაროდ და მათზე ბლომად წონიანი. უბრალოდ ამ ხალხის ტრაგი-კომიკური სახე მინდა გაჩვენოთ, ვის ხელშიც საქართველოში ვითომ პროგრესული ხაზი მოექცა თუ მოიქციეს - ვიწრო, შურიანი, მოწყვლად ტრენდებს გამოდევნებული და პარალელურად, თუ დასჭირდათ, ან ყველაფრის მკადრებელი ან პირში ოკეანის წყლის ჩამგუბებლები - ასმაგი სტანდარტით აღსავსენი ანუ. მე ისინი ღრმად აღარ მაღელვებენ.
უკანასკნელად ვწერ ამაზე და მგონი პირველადაც - მეტიც - როცა მიკაკუნებენ ხოლმე და ხშირია ეს კაკუნი, სულ ღიმილით ვეხმარები.
არ მაღელვებენ, როგორც მეორე, ვიწრო ფლანგია სრულიად გაბაცებული - კონსერვატორები რომ დაირქვეს, თითო ტროლ-ბოტი შემორჩათ და კავშირი საბჭოთა კონსერვთან უფრო აქვთ, ვიდრე რამე ქართულ საქმესთან. ორივენი მიყვარხართ - ასე, ცალმხრივად, მაგრამ მაინც თქვენთვის სევდიანად, ვიდრე ჩვენთვის. რადგან ცენტრი ვართ ჩვენ. საქმეს ჩვენ ვაკეთებთ - იქაც და აქაც.
P.S. ახლა კი ესპანეთში გახლავართ, მორიგ ამბავს შეჭიდებულები - დიდი აფხაზების არქივების დაბრუნებას ვიწყებთ. ჰო, ეს, ისე, მსუბუქი ცნობისთვის და კარგი დღე ყველას“,- წერს კეკელიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორი კაცები მოსწონს ბაბი კირკიტაძეს - მომღერლის განმარტება
🎥 ნანუკა გულუა შვილის და ქმრის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს