ცნობილმა ქართველმა ძიუდოისტმა, ოლიმპიურმა ვიცე-ჩემპიონმა და 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ილია სულამანიძემ ჯვარი დაიწერა.
ილიას რჩეული მოცურავე თაკო მეგრელიძეა, რომელზედაც ძიუდოისტმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა:
„ჩვენს სიყვარულს ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია ზრდა...
თაკო უდიდესი ადამიანია, ძალიან მოსიყვარულეა.
შესაძლოა ხშირად ვერ მენახა, მაგრამ თაკომ იცოდა ეს ისევ ჩვენი სიყვარულისთვის, ისევ საქართველოსთვის და ისევ დიდი ნაბიჯებისთვის ხდებოდა.
ჩემი მეუღლე ძალიან მიწყობს ხელს“, - ამბობს ილია სულამანიძე.
ცნობისთვის, წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა, რომელსაც უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა.
აღსანიშნავია, რომ ილიამ თაკოს ხელი 2025 წლის აგვისტოში, საბერძნეთის ულამაზეს კუნძულ სანტორინიზე სთხოვა, რის შემდეგაც წყვილმა ქორწილისთვის მზადება დაიწყო.
წვეულება კი, რომელსაც უამრავი სტუმარი დაესწრო, „ვილა მოსავალში” გაიმართა. წყვილის ქორწილში სხვა ცნობილ ადამიანებთან ერთად ილია თოფურიაც იმყოფებოდა.
ასევე დაგაინტერესებთ: