
ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ფილოლოგიის დოქტორი და ესეისტი გია მურღულია სოციალურ ქსელში მორიგ საინტერესო, შთამაგონებელ პოსტს აქვეყნებს.
„ერს ოთხი მთავარი რამ ჰკრავს:
გ ე ნ ი, ე ნ ა, ს ა ე რ თ ო თ ა ვ გ ა დ ა ს ა ვ ა ლ ი და კ უ ლ ტ უ რ ა.
მეოთხეს ადამიანი ქმნის, პირველი სამი კი ზოგადი მოცემულობაა.
გენს ხანგრძლივი დრო აყალიბებს და წინაპრებისგან (უპირატესად, ცხადია - მშობლებისგან) გადმოგვეცემა.
არავინ იცის, ქართული ენა როდის ჩამოყალიბდა, მაგრამ სწორედ ის ასახავს, როგორ აღიქვამს და გამოხატავს ქართველი სამყაროს.
საერთო თავგადასავალი ისტორიაა და ხალხის ერთიან ბედსა და ღმერთთან, სამშობლოსთან, საზოგადოებასთან და მოყვასთან დამოკიდებულებათა სახეს ქმნის.
კულტურა კი მოქმედება და შემოქმედებაა - რასაც ქმნი, ის ხარ შენ და როცა ქმნი, ღმერთს ემსგავსები.
მან დაგვილოცოს ჩვენი ოთხივე განზომილება, რათა ქართველის უნიკალური ხმა მარადიულად ღირსეულად ისმოდეს სამყაროში.
ის პირველი სამი დაუცადებლად, შეუფერხებლად და უპაუზოდ გეხმარება.
თუკი უკვე გაიღვიძე, გააკეთე რამე ისეთი, ქართულ კულტურას (აზროვნებას, ხელოვნებას თუ ქცევას) კიდევ ერთი ღირსება რომ შემატოს.
მაშინ შეგეძლება თქვა ერთ მშვენიერ დღეს:
„მე აღვასრულე ჩემი ვალი“.
ასეთი ადამიანი თანაბრად ახარებს ღმერთს, სამყაროსა და სამშობლოს.
გაიხაროს ქართველთა გენმა! მარადიულად მეტყველებდნენ ქართულ ენაზე! არ შეჩერდეს ქართველთა საერთო თავგადასავალი! დაილოცოს ქართველი კაცის ფიქრიც, გარჯაც, ცხოვრების წესიც და შემოქმედებაც!
რაც გინდა ხდებოდეს, ქართველთა გზა საბოლოოდ სიკეთის, გონიერების, სიყვარულის, თავისუფლებისა და სიმართლის გზაა.
დაე, აღსრულდეს ის, რაც ღმერთმა საქართველოსთვის ისურვა. და ამას მხოლოდ ჩვენ თვითონ გავაკეთებთ. როგორც თარაშ ემხვარი ამბობდა;
„მე იმ გვარისა ვარ, ვისაც უკან დახევა არ სჩვევია“, - წერს გია მურღულია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით