18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებული ბექა ჯაიანის დედა მედიასთან პირველ კომენტარს აკეთებს:
„მინდა მივუსამძიმრო კესარიას დედას და ბოდიში მოვუხადო. მე ორივეს ვტირი, როგორც კესოს ისე ბექას.
დამირეკა და მითხრა, შენს შვილს ცოლად მოვყავარ და თანახმა ხარო?“, - ამბობს დაკავებულის დედა.
ამავე ანონსიდან მეგობრის კომენტარიც ხდება ცნობილი, რომელიც ადასტურებს, რომ კესარია ქორწილისთვს ემზადებოდა.
„გაემზადე მეჯვარე უნდა იყო წითელი კაბა უნდა ჩაიცვაო“, - ამბობს მეგობარი.
ცნობისთვის, კესარიას უკანასკნელ გზაზე კვირას, 22 სექტემბერს, 14:00 საათზე გააცილებენ და ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ: