Digest Logo

„დავიკელი 8 კილო ემოციებისგან... საოცარი შეგრძნება იყო, უყურებ და ხვდები, რომ იმ წამსვე სხვა ადამიანი გახდი“ - ნოდიკო ტატიშვილი მამობაზე

1776587219
ნოდიკო ტატიშვილი

ნოდიკო ტატიშვილი ყველასათვის საყვარელი მომღერალია, რომელიც საზოგადოებამ პროექტ „ჯეოსტარიდან“ გაიცნო და შეიყვარა.

იგი 7 ნოემბერს პირველი შვილის მამა გახდა. ახალშობილს კესანე დაარქვეს. 

მამობასა და შვილთან პირველი შეხვედრის დეტალებზე მომღერალმა გადაცემაში „შუადღე LIVE“ ისაუბრა:

„პირველად რომ დამანახვა ბატონმა ზურამ, აი, შენი შვილიო, იქ წავიშალე.

იმის მერე დავიკელი 8 კილო ემოციებისგან.

საოცარი შეგრძნება იყო. უყურებ შენს სისხლს და ხორცს, ხვდები, რომ იმ წამსვე სხვა ადამიანი გახდი. ხვდები, რომ მამა ხარ, შენი ცხოვრება მარტო შენ აღარ გეკუთვნის და არის შენზე უფრო მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი, ვისთვისაც უნდა იცხოვრო.

დაახლოებით 3 თვიანი წყვეტა გვქონდა და რომ ჩამოვედი, კარი რომ გაიღო მიყურა, მიყურა და წამოსწია ხელები. რომ ჩამეხუტა იტირა, განა იმიტომ, რომ მიუცხოვა, გული აუჩუყდა“, - ამბობს ნოდიკო ტატიშვილი. 

ცნობისთვის, ნოდიკოს რჩეული ემბრიოლოგი თათია ერქვანიძეა. მან მეუღლე მას შემდეგ გამოაჩინა, რაც წყვილს შვილი შეეძინათ.

თათია ერქვანიძე 2019 წლიდან დღემდე ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრში მუშაობს.

მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი ციტოლოგიის სპეციალობით და  რეზიდენტურა, ლაბორატორიული მედიცინა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა...“ - 19 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„მზე გჩუქნის შანსს, შემოსავლების ახალი, ორიგინალური წყაროები იპოვო“ - 19 აპრილის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

დამთხვევაა თუ ბუნების საიდუმლო ნიშანი? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ უნდა გვიყვარდეს ავოკადო!