„ქართველი სამხედროები იმიტომ დავადანაშაულეთ ომის დაწყებაში, რომ ეს „კომპრომისი“ იყოო? წესით, მარტო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერის და ქართველი სამხედროებისა და საქართველოსთვის ომის დაბრალების გამო უნდა გაუქმდეს სამუდამოდ თქვენი პარტია“, - წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი.
ექსპერტი დავით ბაქრაძეს ახსენებს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მიღებულ, მის მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას, სადაც ქართველი სამხედროები ომის დაწყებაში დაადანაშაულეს.
მისი თქმით, მარტო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერის და ქართველი სამხედროებისა და საქართველოსთვის ომის დაბრალების გამო უნდა გაუქმდეს სამუდამოდ „ნაციონალური მოძრაობა“.
„ჩამოლაბორანტებულო, ყოფილო ყველაზე პოპულარულო პოლიტიკოსო, სად ხარ, რატომ იმალები ჩირგვებში? სიმამრის ნაჩუქარ ფუნტ-სტერლინგებს ხარჯავ? ხომ არ დაგავიწყდა შენი სამარცხვინო „გაპრავება“ 2008 წლის რეზოლუციაზე, ქართველი სამხედროები იმიტომ დავადანაშაულეთ ომის დაწყებაში, რომ ეს „კომპრომისი“ იყოო? წესით, მარტო ამ რეზოლუციაზე ხელმოწერის და ქართველი სამხედროებისა და საქართველოსთვის ომის დაბრალების გამო უნდა გაუქმდეს სამუდამოდ თქვენი პარტია, მაგრამ აბა სადაა პატრონი“, - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.