Digest Logo

„დედაჩემი ამ ბეჭდით დაინიშნა მამაჩემმა. მეუბნებოდა, რომ ეს ბეჭედი ჩემი იყო…“ - ლადო აფხაზავას დედის დანატოვარი ბეჭედი და ოქროს ჯილდო ზვიად კორძაძემ გადაურჩინა

1646822216
ლადო აფხაზავა

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი ლადო აფხაზავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრისას აცხადებს, რომ უკრაინელი მოსწავლეების დასახმარებლად გასაყიდად გამოტანილი დედის დანატოვარი ოქროს ბეჭედი და ოქროს ჯილდო ცნობილმა ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ გადაურჩინა:

„ძალიან კარგად დასრულდა ეს ამბავი. იურისტმა ზვიად კორძაძემ გადმოგვირიცხა ის თანხა, რომელსაც ამ ოქროს სანაცვლოდ ვითხოვდით და ნივთები ჩვენ დაგვიტოვა. დიდი ფასი ვერ დავადე. 2500 ლარი საკმარისი იქნება ამჯერად -მეთქი, დავწერე. ბეჭედი 10 გრამია, მგონი. მონეტა უფრო ფასიანია, მაგრამ ჩემთვის ბეჭედი უფრო ძვირფასია, რადგან დედის დატოვებულია. დედაჩემი ამ ბეჭდით დაინიშნა მამაჩემმა. მეუბნებოდა, რომ ეს ბეჭედი ჩემი იყო…“, - განაცხადა ლადო აფხაზავამ.

ასევე დაგაინტერესებთ👇

 VIDEO: „პუტინს ბოლოს მისი გარემოცვის წევრები მოუღებენ, რად უნდა მაგას ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება?“ - ქეთი დოლიძე

„ჭურვების ქვეშ დაიბადა და 2 დღეში ისევ ცაში გაფრინდა... ის ახლა სიკვდილს ებრძვის და ცდილობს, რომ მისი ორი მცირეწლოვანი ბიჭი არ დარჩეს დედის გარეშე“ - უმძიმესი ისტორია

 VIDEO: „ის, ვინც საქართველოზე ხელს აწევს, უსასტიკესად დაისჯება“ - ირაკლი კაკაბაძე და ქეთი დოლიძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

წყარო: sarkenews.ge