დედას რომ არ ეიძულებინა დაბრუნება, 14 წლის გოგოს 5-ზე მეტი ტყვიით არ მოკლავდნენ - ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
პროკურორმა დააზუსტა, რომ გოგონას 5-ზე მეტი ტყვია ჰქონდა ნასროლი.
ხატია გოგრიჭიანის თქმით, მოკლული 14 წლის გოგო ერთხელ აბაზანის ფანჯრიდან გაიქცა ე.წ. ქმრის სახლიდან და დედამ, რომელსაც შვილი ტირილით ეხვეწებოდა, არ დამაბრუნოო, დააბრუნა. ამის შესახებ იცოდა ბიძამაც.
მოკლული გოგოს დედა სასამართლო პროცესიდან ჟურნალისტების გასვლას და გადაღების აკრძალვას ითხოვდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოში 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედის და ბიძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დააჯილდოვა
წყარო: tvpirveli.ge