15 ივლისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ვლაქერნის ტაძარში დაბრძანებას, ვლაქერნობას აღნიშნავს.
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფზაზეთის მიტროპოლიტი შიო III მიბრძანდება და ღვთისმსახურებას აღასრულებს ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც დაბრძანებული იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი.
„ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.