15 თებერვალს, ზამთრის XXV ოლიმპიურ თამაშებზე გიგანტურ სლალომში სამთო მოთხილამურე ნინო წიკლაური იასპარეზებს. შეჯიბრი თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.
მოგვიანებით კი ფიგურულ ციგურაობაში მოკლე პროგრამით წარდგება ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავას სპორტული წყვილი. მოკლე პროგრამა 22:45 საათზე დაიწყება.