Digest Logo

„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა, ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა“ - ილია მეორის დაცვის უფროსი

1778438707
ილია მეორის დაცვის უფროსი

საქართველოს აწ გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის დაცვის უფროსი ვანო კობაიძე სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა. 

მან ერთობისთვის და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას.

„ძალიან მძიმე პერიოდი გავიარეთ და მინდა ქართველ ხალხს მოვუხადო მადლობა ერთობისთვის და სიყვარულისთვის. მადლობა უფალს, რომ ჩვენ მოგვიწია პატრიარქის ეპოქაში ცხოვრება და მოღვაწეობა. 

მე ვარ პატრიარქის დედის ძმის შვილიშვილი პაპაჩემი და პატრიარქის დედა იყვნენ ალალი ბიძაშვილები“, - ამბობს ილია მეორის დაცვის უფროსი. 

ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

22 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონში ამბიონთან - წმინდა ნინოს ჯვარსა და ათონის ივერთა მონასტერში დაცული წმინდა ხატის ასლს შორის დაკრძალეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕მაისის საკრალური დღეები, რიტუალები, რომელიც განსაკუთრებული ძალით მოქმედებს - როდის და რა მიზნით ჩავატაროთ რიტუალი?

⭕სასარგებლოა თუ არა კვერცხის ყოველდღე ჭამა: როგორია თანამედროვე მედიცინის პოზიცია

🎥 უარი ხორცს! - როგორია ეკო ფანგანის კულინარიული რიტუალი?