მომღერალი ზურა ხაჩიძე გადაცემაში „დღის პოსტი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც ოჯახის ფენომენზე ისაუბრა.
მისი თქმით, ოჯახი მისთვის ყველაზე ღირებული რამ არის, რომელიც ძლიერი ქვეყნის გარანტიაა.
„ვცდილობ, მაქსიმუმი გავიღო, რადგან ეს წუთისოფელი გამოცდაა და მინდა, რომ ეს გამოცდა სწორად ჩავაბარო. ეს ყველაფერი გულწრფელად უნდა მოდიოდეს. ემსახურო ოჯახს, შენ პროფესიას, უფალს მარტო სურვილი არ კმარა, ამისთვის ბევრი რამ უნდა გაიღო.
ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ, წავეშველოთ, უნდა ეცადო, მიუტევო ადამიანს, დღეს კი ზუსტად ეს გვაკლია, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა. დღეს ადამიანებს ღიმილი და პოზიტივი აკლია.
ძლიერი ოჯახი არის ქვეყნის სიძლიერის გარანტია, ჩვენი ქვეყანა ერთი დიდი ოჯახი ვართ. ქართველები ძალიან ნიჭიერი ერთი ვართ“, - ამბობს ზურა ხაჩიძე.
მან ასევე საქართველოს ახალი პატრიარქის შიო მესამეს შესახებ ისაუბრა:
„ჩვენმა ახალმა პატრიარქმა, შიო მესამემ, ძალიან მედგრად დაიწყო პატრიარქობის გზა, ვულოცავ საქართველოს და მადლობას უფალს, წარმატება მინდა მას ვუსურვო.“
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სეტყვა და ელჭექი - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
⭕რა გააკეთოთ და რას უნდა მოერიდოთ? - თაკო მელიქიშვილი 20 მაისის ასტროლოგიურ ენერგიებზე