გადაცემა „პრაიმ შოუმ“ ეთერი ერთ-ერთ სკანდალურ და აქტუალურ თემას, შურს დაუთმო. ტელეწამყვანებმა სტუმრებთან ერთად განიხილეს, რატომ ჩნდება უცნაური ფარული კმაყოფილება, როდესაც ვინმე მარცხდება და როგორ ანგრევს შური წლების განმავლობაში ნაშენებ ნდობას.
გადაცემის ერთ-ერთი მოდის ექსპერტი, ბლოგერი და დიზაინერი დალი ჩიტალაძე იყო, რომელმაც შურზე ისაუბრა:
„შური ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, ეს ემოციაა, რაც ყველას სხვადასხვანაირად გვაქვს, მაგრამ ისე არ უნდა მოხდეს, რომ როგორც ბიბლიაში აბელი და კაენი, დახოცეს ერთმანეთი, აი, ასეთი შური არ შეიძლება. შურთან ერთად აქ ირთვება ბოროტება.
შეიძლება შემიდარებია რაღაცები ჩემ თავთან, მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია. მე ვირჩევ, რომ მისი წარმატება ჩემი მოტივაცია იყოს.
თუ ჩემს შემხედველი ისიც მიხედავს ჯანმრთელობას, გარეგნობას, სულიერებას, ეს ძალიან გამიხარდება.
ერთადერთი რამის შემშურებია, რომ არ მყავს ბევრი შვილები“, - ამბობს დალი ჩიტალაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გამოიცანი ჩემი ასაკი, აბა რა ვერსიებია?“ - ლიკა კვარაცხელია ოჯახთან ერთად პოზირებს