Digest Logo

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

1722665575
ეროვნული გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს, 3 აგვისტოდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე online.naec.ge, შესაბამის ველში კი შეიყვანოს პირადი თერთმეტნიშნა ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორების დასრულებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც.