ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ 21 აგვისტოს „მონცა“-ს კარში დუბლი შეასრულა.
სერია A-ს მეორე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში „მონცა“ 4:0 გაანადგურა, ხვიჩა კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა და ქართველის თამაში კლუბის საიტმა ასე შეაფასა:
„მარადონას სტადიონზე „ნათლობაზე“ ნეაპოლის ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა. მას ძნელად წარმოსათქმელი გვარი და უსაზღვრო ნიჭი აქვს. ქართველი თამაშის დაწყებიდან ნახევარ საათში იდუმალებით მოცული მზერით ანათებს სცენას და ბურთის სუფთა აბრეშუმის ალერსით გააქვს გოლი. შემდეგ კუპიდონის (სიყვარულის ღმერთი რომაულ მითოლოგიაში) ისარივით იჭრება ნეაპოლელთა გულებში.
მესამე ისევ კვარამ გაიტანა – ყინულის თვალების მქონე ოქროს ბიჭმა და კრისტალურმა ტალანტმა. უწოდეთ მას ქართველი ან უბრალოდ გამოცხადება.
ეს “მარადონაზე” ხვიჩა კვარაცხელიას დიდების პირველი საღამოა. ისტორია უკვე კალმით იწერება. ცისფერ ცაზე ვარსკვლავი დაიბადა…“.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის პირველ 2 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
ვინ არის კვარაცხელიას შეყვარებული, მიჰყვება თუ არა ნეაპოლში და სად გაიცნო ის
„ვიდეო ყურებისას, ცრემლები მომდის და ვერ ვაჩერებ“ - რის შესახებ წერს სტეფანე მღებრიშვილი?