Digest Logo

🎥 გაიცანით, 17 წლის მომავალი ინჟინერი გოგონა, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა

17 აპრილი 6:28
 17 წლის მანო კვარაცხელია

17 წლის მომავალი ინჟინერი მანო კვარაცხელია პრინსტონის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა - მის შესახებ სიუჟეტი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადეს. 

ამერიკის ერთ-ერთმა ყველაზე მოთხოვნადმა უნივერსიტეტმა, კომაროვის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე, მანო კვარაცხელია 100%-იანი გრანტით დააფინანსა.  

„კომაროვი არის სკოლა, რომელმაც მასწავლა როგორ უნდა ვისწავლო, როგორ უნდა მივუდგე ახალ საკითხებს და როგორ გადავჭრა პრობლემები. 

საზღვარგარეთ ჩაბარებაში ძალიან შემიწყო ხელი ჩემმა დამრიგებელმა. ინჟინერიის არჩევა არ იყო იმის გამო, რომ ქალები ამ სფეროში ნაკლებად ცნობილები არიან, ეს გულწრფელად მაინტერესებს და სამოქალაქო და გარემოს ინჟინერია მგონია, რომ წლების შემდეგ საქართველოში მომავალი ექნება, აქ დაბრუნების შემთხვევაში მექნება შესაძლებლობა, თუ არა ინჟინერია, ისეთი პროფესიაა მე თვითონ შევქმნი“, - ამბობს მანო კვარაცხელია.

ვრცლად ნახეთ ვიდეო 👇

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება 17 აპრილს საქართველოში

⭕„ჩემო ღვთის მოულოდნელო საჩუქარო“ - ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა მიმართვას ავრცელებს

⭕ლოცვები, რომელიც დიდ ხუთშაბათს უნდა წავიკითხოთ