საქართველოს სახელმწიფო კამერული გუნდის სამხატვრო ხელმძღვანელი სვიმონ ჯანგულაშვილი სტუმრად გადაცემაში „პრაიმშოუ“ იმყოფებოდა, სადაც ქართული ფოლკლორისა და გალობის ისტორიაზე ისაუბრა.
სვიმონ ჯანგულაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ქართული გალობის აღდგენა საქართველოს პატრიარქს უკავშირდება:
„ქართული გალობა ძალიან ორგანული ნაწილია ჩვენი ტრადიციული ხელოვნების და ისეთი ხელოვნებაა, რომ შუა საუკუნეებში იქმნებოდა პროფესიონალი ხელოვანების მიერ. მათი უმრავლესობის სახელი დავიწყებულია. ერთი ორის სახელია შემორჩენილი. იმავდროულად როცა ძნელბედობა დაუდგა ქვეყანას, ვეზიარეთ ფოლკლორულ ხელოვნებას.
გალობის აღდგენა ეკლესიაში უკავშირდება ჩვენს პატრიარქს. პატრიარქის მობრძანებასთან ერთად ჯერ სიონში შეიქმნა გუნდები. არ შეიძლება არ ვახსენოთ ანჩისხატის ლეგენდარული გუნდი, რომელმაც ძველი ქართული გალობის ტრადიციები მოაბრუნა ჩვენს ეკლესიაში“, - აღნიშნა სვიმონ ჯანგულაშვილმა.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„უმშვენიერესი“ - თაკო ჩხეიძის ახალი კადრები და მოხიბლული გამომწერები
⭕კახეთში პოლიციის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი წინააღმდეგობისა და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს