Digest Logo

„გამიყვანეს, ამას ნუ ასმენინებთ, მშობელიაო... რომ დავინახე, ჩემი შვილი უკვე გაჰყავდათ“ - რას ამბობს გორის სამშობიარო სახლში გარდაცვლილი ქალის დედა

1724856791
გარდაცვლილის დედა

გორის სამშობიარო სახლში ახალგაზრდა ქალი დაიღუპა. შემთხვევა კლინიკა „გორმედში” მოხდა. დაღუპულია 30 წლის მაგდა ბალიაშვილი.

სიკვდილის მიზეზებს გამოძიება ადგენს, მოკვლევას აწარმოებს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოც. დაღუპულის ოჯახს პრეტენზიები მედიკოსების მიმართ აქვთ და მძიმე შედეგებზე პასუხისმგებლობას სწორედ მათ აკისრებენ.

„ექთანი ჩამოვიდა და გვითხრა, მეუღლე და დედა წამობრძანდით, რომ თქვენი შვილი ნახოთო. წავედით პალატაში, ჩემი შვილი კარგად იყო, ნორმალურად შეგვხვდა. საღამოს 18:00 საათი რომ გახდა, ექიმი მოვიდა, შეამოწმა, ყველაფერი კარგად არისო, გადააბარა მორიგე ექიმს და სახლში წავიდა. 9-ის ნახევარზე შეიქმნა ცუდად. ელექტროშოკი გამოიყენეს და მერე თქვეს უკვე, რომ გული გაუჩერდა, რაღას უყურებთო. მე გამიყვანეს, ამას ნუ ასმენინებთ, მშობელიაო. რომ დავინახე, ჩემი შვილი უკვე გაჰყავდათ.

არაფერი არ უთქვამთ, თვითონაც ვერ გაიგეს. ბავშვი უკვე სისხლისგან იყო დაცლილი. სისხლს რომ უღებდნენ, ვენას ვეღარ პოულობდნენ“, – ამბობს გარდაცვლილის დედა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„სანამ შევიდოდი, ხელი მომაწერინეს, თუ რამე მოხდებოდა, თავად ვიღებდი პასუხისმგებლობას“ - რას ჰყვება გურამ შეროზია

⭕გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა ცოლი და ორი ახალგაზრდა მოკლა

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში - სინოპტიკოსების პროგნოზი