
88 წლის ასაკში გარდაიცვალა რეჟისორი ვახტანგ მიქელაძე.
ვახტანგ მიქელაძემ 1965 წელს დაამთავრა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.
1965-1990 წლებში მუშაობდა თბილისში, სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში.
1991 წლიდან მუშაობს მოსკოვში. მისი რეჟისორობით გადაღებულია ფილმები: „კარაპატული ეტიუდი“ (1964), „რესტავრატორები“ (1968) , „ქართული ცეკვები“, „ბამი“(1975), „წინ კომუნისტები არიან“ (1978) და სხვ.
ვახტანგ მიქელაძეს მიღებული აქვს ჯილდოები, პრემიები და პრიზები. 1980 წელს მიიღო ლენინური კომკავშირის პრემია, 1979 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის ჯილდო, 1979 წელს, ბერლინის ახალგაზრდობის მეგობრობის ფესტივალზე გადაეცა ოქროს მედალი, როგორც რუსეთის ფედერაციის ხელოვნების დამსახურებულ მოღვაწეს.
ვახტანგ მიქელაძე ცნობილი ქართველი დირიჟორის, ევგენი მიქელაძის შვილია.