სპორტული გვერდი 90min__geo, სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გასულ ღამეს, კვარა მეუღლესთან ერთად, მარადონას მურალთან ბოლოჯერ, გამოსამშვიდობებლად მივიდა. მე ისინი გვიან ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, მურალის გვერდით, საკუთარ მანქანასთან დავინახე“💙🤍- წერს ნეაპოლელი ტიფოზი X-ზე.
ქალაქის ცენტრში, ვია ემანუელე დე დეოს კვარტალში, დიადი არგენტინელის ფრესკასთან ნეაპოლელები მიდიან და მარადონას, როგორც წმინდანს ესაუბრებიან.
ეს ნეაპოლელების ურყევი ტრადიციაა.
კვარა ნეაპოლს უკვე დაემშვიდობა, ნეაპოლი ემშვიდობება კვარას “, - წერს 90min__geo.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფიფქებო... ფიფქებო...“ - რუსკა მაყაშვილი ქალიშვილის სიმღერის ვიდეოს გვიზიარებს
⭕„11 წლის წინ მე წავაგე ჩემი დებიუტი...“ - რას წერს მერაბ დვალიშვილი?