Digest Logo

გაზაფხული გვიახლოვდება - საქართველოში 22 გრადუსამდე დათბება

1677476546
მზე და გაზაფხული

მალე გაზაფხული შემოაბიჯებს, ცივი და სუსხიანი დღეები კი წარსულს ჩაჰბარდება. საქართველოში თებერვლის ბოლო დღეები თბილი იქნება და 22 გრადუსამდე დათბება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე აქვეყნებს.

„ზამთრის ბოლო დღეები საქართველოში ამინდის მხარის სადღესასწაულო იქნება.
ციკლონთან დაკავშირებული ცივი და ნოტიო ჰაერის მასების მიერ წარმოქმნილი - ნაცრისფერი და ნალექიანი დღეები უკან მოვიტოვეთ.

ჩვენს დიდებულ ქვეყანაში ანტიციკლონური სიტუაციის ჩამოყალიბება - თბილ და მზიან დღეებს გვპირდება, რაც უკვე სახეზეა, საქართველოში ყველგან გამოიდარა.

კონკრეტულად 28 თებერვლის ჩათვლით:

დასავლეთ საქართველოში მზიანი ამინდები იქნება, დათბება ღამით +7, +9, დღისით +20, +22 გრადუსამდე.
ზეგ უკვე აღმოსავლეთში ჰაერი +16, +18 გრადუსამდე გათბება დღისით, ღამით კი ცოტათი ეციება მაგრამ ყინვა აღარ იქნება.

ასე, რომ დატკბით ამ მშვენიერი დღეებით, კალენდარულად ჯერ კიდევ ზამთარია, მაგრამ მარადიული გაზაფხული ჩვენს გულებში გაღვივებას იწყებს...“, - წერს კობა ფარტენაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ: 

🎥 ნუცა ბუზალაძის ნამღერმა ამერიკელი ჟიურის წევრები გააოცა - ქართველი მომღერლის კიდევ ერთი წარმატება

🔵„ბევრ ადამიანს მოუწევს საკუთარი მიზნების გადახედვა, მათი დაკონკრეტება და ცვლილებების შეტანაც კი“ - მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

🔵„გადაცემიდან მოვედი სახლში და ასე შემხვდა. გახდაც არ მაცადა, წამიგდო“ - რა ფოტოებს აქვეყნებს ინგა გრიგოლია