Digest Logo

ღამის საათებში ყინვა გაძლიერდება - გარემოს ეროვნული სააგენტო

1705300816
თოვლჭაპი - ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საქართველოში 14-15 იანვარს, ყინვები გაძლიერდება.

„12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა. 

14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს“, - ვკითხულობთ პოსტში.

 

🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი კომპლიმენტები და პატივისცემა ღირსეულ ფინალისტებს“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ირაკლი მაქაცარია „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ფინალიდან