Digest Logo

„ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება“ - კობა ფარტენაძე მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზზე

1755580103
კობა ფარტენაძე

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ქვეყანაში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზის შესახებ წერს. 

მისი თქმით, მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება. 

„ზაფხულის მიწურულს, ამინდი სულ უფრო და უფრო ემსგავსება შემოდგომის დასაწყისს, თუმცა როგორც ხდება ხოლმე ბოლო წლებში სექტემბერი აგვისტოს მსგავსია.

მომდევნო თვის ამინდის ანალიზზე შემდეგ დღეებში ვისაუბრებ, მანამ კი გეტყვით, რომ - მომდევნო 3 დღის განმავლობაში საქართველოში ამინდი არასტაბილური იქნება, ხვალ და ზეგ მოიღრუბლება დროდადრო და ზოგან მცირე წვიმაა შესაძლებელი, 21 აგვისტოს კი მთელს ქვეყანაში გაავდრდება და იწვიმებს.

22 აგვისტოდან - ცხელი და მზიანი ამინდი კვლავ დაბრუნდება, თუმცა ღამით ტემპერატურა უფრო კომფორტული გახდება, ზღვაზე გარუჯვის ამინდი კვლავ გაგრძელდება და მთაშიც თამამად შეგიძლიათ დაისვენოთ.

ფერიცვალებას გილოცავთ!“, - წერს მეტეოროლოგი. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 შესაძლებელია თუ არა მეორედ ეკლესიური ქორწინება - რას ამბობს მოძღვარი

🎥 „მოგზაურობა გველების კუნძულზე...“ - სოსო ნებიერიძისა და გიგი ქათამაძის დაუჯერებელი მოგზაურობა ინდონეზიიდან

⭕ „ამ დღეებში კრიტიკულობა და ცინიზმი განსაკუთრებით საზიანოა...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგურისგან