
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა „ლივერპულში“, რომელიც ინგლისის ლიგის თასის მესამე რაუნდში „საუთჰემპტონს“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
მამარდაშვილს საკმაოდ ბევრი საქმე ჰქონდა და დამაჯერებლად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში, რომელიც მასპინძლებმა ალექსანდერ ისაკის გოლით 1:0 მოიგეს.
ქართველმა მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში, ბურთის შეტანისას, დამაჯერებლად ვერ ითამაშა, მაგრამ ამით მეტოქემ ვერ ისარგებლა. 76-ე წუთზე მის წინ სამი შემტევი დარჩა და შეა ჩარლზმა წონასწორობა აღადგინა.
86-ე წუთზე უგო ეკიტიკემ „საუთჰემპტონს“ მეორე გოლიც გაუტანა. მან მაისურის გახდისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. თუმცა „ლივერპულმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და ლიგის თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწაული გოგო ხარ, დედასავით ლამაზი!“ - ლელა წურწუმია შვილის ახალ ფოტოს გვიზიარებს
⭕„რომ დავინახე, კინაღამ ავდექი და დავიძახე... ძალიან გამიხარდა“ - თამო ვაშალომიძე მატილდა გვარლიანზე