Digest Logo

გოდერძის უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

15/5/2024 • 6:21
გოდერძის უღელტეხილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)- ახალციხის საავტომობილო გზის კმ106-კმ123 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„რას წარმოვიდგენდი, თუ ამერიკაში, ოცდამეერთე საუკუნეში, ფაეტონიდან გადმოვვარდებოდი და ფეხს მოვიტეხდი“ - რას ჰყვება მერიკო კარტოზია

ნიკოლოზ რაჭველი იუბილარია - დირიჟორი 45 წლის გახდა

15-17 მაისის ამინდის პროგნოზი