Digest Logo

გორის #3 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახი ქირავდება - საწყისი ფასია 45 ლარი

1695200071
გორის სკოლა

გორის #3 საჯარო სკოლაში საკლასო ოთახი ქირავდება. ამის შესახებ ინფორმაცია ქონების ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.

განცხადების მიხედვით, ქირავდება გორის #3 საჯარო სკოლის პირველ სართულზე არსებული ოთახი 14,50 კვ/მ. ფართი.

ყოველთვიური საიჯარო ქირის საწყისი ფასია 45 ლარი. აუქციონი 22 სექტემბერს დასრულდება.

აუქციონის პირობების მიხედვით, საკლასო ოთახი ქირავდება ნებადართული საქმიანობის ნუსხით გათვალისწინებული საქმიანობების ფუნქციონირებისათვის 2023 წლის 2 ოქტომბრიდან 2024 წლის 1 ივნისამდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9 სთ-დან 18 სთ-მდე.

აღნიშნულ ფართში განთავსებულია სკოლის შემდეგი მოძრავი ქონება: 20 ცალი დაწყებითი სწავლების მერხი სკამით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„თითოეული წევრი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ულოცავს მას ამ მნიშვნელოვან თარიღს“ - შერმანდი ჭკუასელი 65 წლის გახდა

ქართველი ჰალკი ცოლს ირთავს - ვინ არის ლევან საგინაშვილის რჩეული

გურამ ქადეიშვილმა ყოფილ მეუღლეს დაურეკა, კონკრეტულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ და უთანხმოება მოუვიდათ - ახალი დეტალები დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

წყარო: www.qartli.ge