Digest Logo

„გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“ – რუის-ურბნისის ეპარქია საზოგადოებას აფრთხილებს

1738997968
 თვითმარქვია სასულიერო პირი

რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრი საზოგადოებას აფრთხილებს. ეპარქია თვითმარქვია სასულიერო პირის შესახებ ავრცელებს განცხადებას.

„ეს ადამიანი არის გიორგი გულიაშვილი, რომელსაც ხალხი შეჰყავს შეცდომაში და ამბობს, რომ ის ჩვენი ეპარქიის წევრია. ის ამბობს, რომ არის სარკინეთის, წმინდა შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი და ეს ფაქტი არის სიცრუე.

გთხოვთ, არ შეხვიდეთ შეცდომაში, იგი დიდი ხანია სასულიერო პირად ასაღებს თავს“, – ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის პრესცენტრის განცხადებაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება უქმეებზე საქართველოში?

⭕დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს

⭕ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენის“ რიგებში სადებიუტო გოლი გაიტანა