Digest Logo

გურამ თუშიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

1750338822
გურამ თუშიშვილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) ფინალში იჭიდავებს – ქართველმა მძიმეწონოსანმა ფინალში გასასვლელ დაპირისპირებაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, კორეელი კიმი დამატებით დროში იპონით დაამარცხა.

ოქროს მედლისთვის გურამის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ინალ ტასოევი იქნება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სულ ასე უნდა ყოფნა, მეც მიკრული მყავს აქსესუარით“ - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა გულუა

🎥 „All My Life ჩარტებში მაღლა და მაღლა იწევს და უკვე Amazon-ის ბესტსელერების სიაშიც მოხვდა!“ - ნუცა ბუზალაძე

⭕„თავის დროზეც არ უნდა მესაუბრა...“ - რას ამბობს თათია შარანგია ყოფილ მეუღლეზე