Digest Logo

იაგო ფრანგიშვილი: „მშობელმაც და ბავშვმაც, რომელიც 14 წლის მანძილზე, ყოველდღიურად იღებს ინიექციას, მედიკამენტს და აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, უნდა იცოდნენ, რომ ეს ასე არ იქნება, ამ იმედგაცრუებას უნდა მიხედვა“

1682760015
იაგო ფრანგიშვილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი აქონდროპლაზიის სინდრომის მართვისა და კომპანია „Biomari“-ის მიერ წარმოებულ პრეპარატთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

„მშობელმაც, გარემოცვამაც და ბავშვმაც, რომელიც 14 წლის მანძილზე, ყოველდღიურად, იღებს ინიექციას, მედიკამენტს და აქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ გახდება „ნორმალური სიმაღლის“, უნდა იცოდნენ, რომ ეს ასე არ იქნება. ამ იმედგაცრუებას უნდა მიხედვა, აი, უმთავრესი პრობლემა“, - ამბობს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი.

მისივე თქმით, აქონდროპლაზიის შემთხვევაში, ძალიან დიდია ფსიქოლოგიური პრობლემა, რადგან, ამ დიაგნოზის მქონე ბავშვების სიცოცხლის ხანგრძლივობა არ განსხვავდება სხვა ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობისაგან, ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური ასპექტი, არასრულფასოვნების კომპლექსი კი კატასტროფულად ართულებს როგორც ბავშვის, ისე მოზრდილების ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, იაგო ფრანგიშვილის თქმით, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ბავშვისთვის ფსიქოლოგიურ თანადგომას.

„იმის ახსნა, რომ ის განსხვავებულია, რომ ბუნება და ბიოლოგია მრავალფეროვანია და მისი ცხოვრება არ უნდა შედგებოდეს სიმაღლისა და ფიზიკური სიდიდის თემისაგან, აი ეს არის უმთავრესი. ვერსად იპოვით ტექსტს, სადაც აქონდროპლაზიაზე არ ეწერება - „აქონდროპლაზიის ადამიანებს აქვთ აბსოლუტურად ნორმალური ინტელიგენტურობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა“, არ არსებობს „ბავშვის ღამით გაგუდვა“, თუკი ის არაა ჭარბწონიანი და არის ბავშვთა ექიმის დაახლოებით 6-თვიანი მეთვალყურეობის ქვეშ“, - ამბობს იაგო ფრანგიშვილი.