Digest Logo

🎥 ილია თოფურია საქართველოში ჩამოვიდა - რა ვიდეოს აქვეყნებს ქართველი მებრძოლი

1760332618
ილია თოფურია

UFC-ის ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ქართველი მებრძოლი ილია თოფურია სამშობლოში დაბრუნდა. თოფურიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ჩამოიტანა საქართველოში ორივე ჩემპიონობის ქამარი.

ილია თოფურია 2024 წლის თებერვალში გახდა UFC-ის ქვემსუბუქი წონის (65 კგ) ჩემპიონი, როცა დაუპირისპირდა და დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი. მოგვიანებით, იმავე წლის ოქტომბერში, ილიამ წარმატებით დაიცვა ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ.

მებრძოლის თქმით, წონის კლების პროცესი მისთვის გართულდა, რის გამოც გადაწყვიტა მსუბუქ დივიზიონში გადასვლა. იქაც დაამტკიცა საკუთარი უძლევლობა - დაამარცხა ჩარლზ ოლივეირა და გახდა UFC-ის მსუბუქი წონის (70 კგ) ჩემპიონი.

ილიას დაბრუნება საქართველოში გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ფაქტია. სპორტსმენს აეროპორტში არაერთი გულშემატკივარი დახვდა.

თოფურია ამ დროისთვის ისტორიაში პირველ ქართველ მებრძოლად რჩება, რომელმაც UFC-ის ორი სხვადასხვა წონითი კატეგორიის ტიტული მოიპოვა.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

☔ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„პრობლემები მოაგვარე დროულად, არ გადადო მნიშვნელოვანი საქმეები“ - 13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

🎥 „ასე მგონია, რომ ჩემთვის დაიბადე... ჩემი სიყვარული“ - გელა დონაძე იუბილარია