Digest Logo

ილია თოფურია თუ არმან ცარუკიანი? - ხამზატ ჩიმაევმა მათ შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა

1755705798
ხამზატ ჩიმაევი

UFC-ის ჩემპიონმა საშუალო წონით დივიზიონში, ხამზატ ჩიმაევმა ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის შესაძლო ჩხუბის შესახებ ისაუბრა.

პრესაში აქტიურად იწერება, რომ ქართველი ჩემპიონის შემდეგი მეტოქე იქნება ჯასტინ გეიჯი, რასაც სომეხი მებრძოლი არ ეთანხმება და შანსის მიღებას თავად ითხოვს.

„იმედი მაქვს, რომ თოფურიასა და ცარუკიანის ბრძოლას ვიხილავთ. ეს დაპირისპირება ორივესთვის კარგი შესაძლებლობა იქნება. უნდა გავიგოთ, თუ ვინ არის მსოფლიოში საუკეთესო, ასე რომ მათ ჩხუბს სიამოვნებით ვიხილავდი. არმანი კარგად მოძრაობს, ურტყამს და ჭიდაობს.

რაც შეეხება ილიას, მას კარგი კრივი და ჯიუ-ჯიცუ აქვს. მსუბუქი წონითი დივიზიონს სწორედ მათი ბრძოლა სჭირდება.

მოუთმენლად ველოდები, თუ როდის დადგება ეს მომენტი“,- ამბობს ხამზატ ჩიმაევი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ლაშა გურული კრივში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს

⭕ შორენა ბეგაშვილმა შტატებიდან ევროპაში გადაინაცვლა - ნახეთ, სად მოგზაურობს მოდელი?

⭕ ეკო ფანგანი მშობლიური სვანეთის შემდეგ ესპანეთს სტუმრობს - ტელეწამყვანი კატალონიიდან ცეცხლოვან კადრებს გვიზიარებს

წყარო: lagazzetta.ge