Digest Logo

„ინტუბირებული თბილისში გადაიყვანეს...“ - ახალი დეტალები ქალის ჯანმრთელობაზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა

1749200250
ხაშურში დაღუპული ბავში

5 ივნისს, დილით ხაშურში სამსახურიდან სახლში მისულ კაცს 9 წლის შვილი გარდაცვლილი დახვდა, ხოლო მეუღლე უგონო მდგომარეობაში მყოფი იყო.

ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ის სასწრაფო სამაშველო ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

„ამ ეტაპ­ზე, არის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა. მარ­თვით სუნ­თქვა­ზე იმ­ყო­ფე­ბა. გრძელ­დე­ბა კვლე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო. ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხი მას შემ­დეგ გვექ­ნე­ბა, რაც ყვე­ლა კვლე­ვის პა­სუხს მი­ვი­ღებთ. საკ­ვე­ბის სა­ხით მი­ღე­ბულ პრო­დუქ­ტებ­ზეც არის ეჭვი, რო­მე­ლიც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­შია გაგ­ზავ­ნი­ლი. ზუს­ტად ვერ გე­ტყვით, რო­დის იქ­ნე­ბა ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ი­დან პა­სუ­ხე­ბი. სა­ბო­ლო ჯამ­ში მათი პა­სუ­ხე­ბი იქ­ნე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და გა­დამ­წყვე­ტი. გა­მო­რი­ცხუ­ლია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნუ­ლი პა­თო­ლო­გი­უ­რი, თუმ­ცა ჯერ კი­დევ რჩე­ბა რამ­დე­ნი­მე სა­ეჭ­ვო დი­აგ­ნო­ზი", - გა­ნა­ცხა­და კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ობლად გაზარდა დედამ, ძალიან პატიოსანი ბიჭი იყო, ფიზიკურად შრომობდა“ - რას ჰყვება სანზონაში მოკლული ახალგაზრდა კაცის ახლობელი

არველაძეების რძალმა დაბადების დღე მეუღლესთან ერთად, სტამბოლში აღნიშნა - ფოტოები

ნინო ჩხეიძე იუბილარია - „ეს ჩემი დღეა“