„იუთუბის“ არხზე პოდკასტში „ეგ არაფერი ● Eg Arapheri“ მუსიკოსმა ქეთათო ჩარკვიანმა აწ გარდაცვლილი მეუღლის, მუსიკოსისა და კომპოზიტორის ირაკლი ჩარკვიანის ცხოვრებაზე, შემოქმედებაზე, ერთობლივ მუსიკალურ პროექტებსა და 90-იანი წლების რთულ რეალობაზე ისაუბრა.
როგორც ინტერვიუში ქეთათომ აღნიშნა, ირაკლი ჩარკვიანი იყო თავისუფლების სიმბოლო, რომელმაც ეპოქის გამოწვევებისა და სოციალური სირთულეების მიუხედავად, შეძლო უნიკალური, თავისუფალი სამყაროს შექმნა:
„ირაკლი იყო ის ერთადერთი მიზიდულობის წერტილი, რასაც შეიძლება ჩაეჭიდო, რაც არის ნაღდი, გულწრფელი და არ არის რაღაცნაირად ყველაფრის განადგურებაზე, პირიქით - შექმნისა და პოზიტიური აყვავილებისკენ მიმართავს ადამიანს. მისი პოეზია, პროზა და მუსიკა მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის, იმიტომ რომ იყო მრავალგზის ერუდირებული და ძალიან კეთილშობილი ადამიანი“,- აღნიშნა ქეთათომ.
