Digest Logo

„ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიმაჩნია, ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი“ - გენო პეტრიაშვილი

1726296353
გენო პეტრიაშვილი

ოლიმპიური ჩემპიონი და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრი გენო პეტრიაშვილი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ პოსტს აქვეყნებს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის განცხადების შესახებ აღნიშნავს, რომ მისთვის მიუღებელი და არაკორექტულია.

გენო პეტრიაშვილი ემიჯნება ზურაბიშვილის პოლიტიკურ შეხედულებებს და მიაჩნია, რომ საქართველოს ღირსეული პრეზიდენტი სჭირდება.

„ჩვენ არასდროს გაგვიცვლია სამშობლო ხალხისა და გულშემატკივრის სიყვარული! ეს არის უდიდესი გამარჯვება და მონაპოვარი ყოველი ჩვენგანისა! ის რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა არის მიუღებელი და არაკორექტული, ვემიჯნები მის პოლიტიკურ შეხედულებებს და სწორედ ამიტომ მეც ისევე როგორც ჩემს მეგობრებს მიმაჩნია რომ ჩვენს სამშობლოს სჭირდება ღირსეული პრეზიდენტი,“ - წერს გენო პეტრიაშვილი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕ რაზე უტირია, საქმე რომელიც სძულდა, ცხოვრების განსაკუთრებული დღე და უხერხული შემთხვევა - მნიშვნელოვანი მომენტები ზურა ბერიკაშვილის ცხოვრებიდან