Digest Logo

🎥 „ისეთი ადამიანები, როგორიც ელდარი იყო, მუდმივად უნდა არსებობდნენ და არასდროს მიდიოდნენ...“ - ვასიკო ოდიშვილი

1763585152
ვასიკო ოდიშვილი

11 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა.

„პრაიმ შოუმ“ გადაცემა კინოდოკუმენტალისტის, პროდუსერისა და ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელის  ელდარ მდინარაძის ხსოვნას მიეძღვნა.

კოლეგებმა, თანამშრომლებმა, მეგობრებმა და თანაგუნდელებმა ელდარ მდინარაძის ისტორიები გაიხსენეს.

„ისეთი ადამიანები, როგორიც ბატონი ელდარი იყო, მუდმივად უნდა არსებობდნენ და არასდროს მიდიოდნენ...“, - ამბობს ტელეწამყვანი ვასიკო ოდიშვილი.

ელდარ მდინარაძემ დაამთავრა სოხუმის სუბტროპიკული ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობით 1973 წელს და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი (ს. ჩხაიძის და რ. ხოტივარის სახელოსნო) 1982 წელს.

სხვადასხვა სტუდიაში თავისივე სცენარით გადაიღო დოკუმენტური ფილმები: „ჩვენი შემოღობილი“, „რეპორტაჟი სნოდან“ (ნოველა სერიალიდან „სამამულო რქა“, ნ. ყიფიანთან ერთად), „თემის მარცვალი“, „საიდუმლო“ (მიტროფანე ლაღიძეზე, 1987), „იორამი“ (1988). ეწეოდა საპროდიუსერო საქმიანობას. მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი (2003-2005წწ.), პროდიუსერი 70-მდე სატელევიზიო ფილმისა, ანიმაციური ფილმისა „გავარდნილები“(დ. სიხარულიძე, 2008). მიღებული აქვს კინოფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ (1980), დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის (1986). კინორეჟისორი, პროდიუსერი.

2025 წლის ოქტომბერში ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან შესაშური თვისებები ჰქონდა, უდიდესი ზრუნვა, სითბო და სიყვარული შეეძლო გამოეხატა“ - თეა სიჭინავა ელდარ მდინარაძეზე

🎥 „მას არავინ შეუცვლია „იმედში“, ძველი თანამშრომლებიდან ყველა ადგილზეა“ - მაია ჩიგოშვილი ელდარ მდინარაძეზე

„ბედნიერი ქალი სხვანაირად ასხივებს...“ - შორენა ბეგაშვილის შთამბეჭდავი კადრები კაპადოკიიდან