ჯარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს ემშვიდობება. ჯარისკაცები საქართველოს დროშებით ხელში იმ გზაზე არიან განლაგებული, რომლითაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სამების საკათედრო ტაძრიდან სიონის საკათედრო ტაძარში მსვლელობით გადაასვენებენ.
15:00 საათზე მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გამოასვენებენ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრიდან სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობით. მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ გზად მოწყობილი დერეფნის ორივე მხარეს განლაგდნენ და უკანასკნელ გზაზე გააცილონ პატრიარქი ილია მეორე.



ასევე დაგაინტერესებთ: