Digest Logo

„ჯერ არ გვითქვამს, რომ ფეხი დაკარგა... ისეთი მზერა აქვს, თვალებით გვეხვეწება, რომ გადავარჩინოთ“ - ქრისტინე მამუკაშვილი

1653553048
დათიკო ისრაელი

„დათისთვის ჯერ არ გვითქვამს, რომ ფეხი დაკარგა..." - ამის შესახებ შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის დედამ, ქრისტინე მამუკაშვილმა ჟურნალ „სარკეს“ განუცხადა.

დათის ისრაელში მკურნალობენ... როგორც ქრისტინე მამუკაშვილი ამბობს, ბავშვს ყოველ მესამე დღეს ოპერაციები სჭირდებოდა, ახლა კი შუალედი გაიზარდა - სოკო შემცირდა, თუმცა მკურნალობის შემდეგ ეტაპზე ექიმები გადასვლას ვერ ახერხებენ.

"დათის ბოლო 10 დღეა ჯანმრთელობის ახალი პრობლემები დაეწყო, რაც ჰიპერტენზიასა და ტაქიკარდიაში გამოიხატება, თუმცა ბავშვი პოზიტიურად არის განწყობილი....

ხელის კანკალით ცდილობს, რომ დაფაზე რამე მოხატოს, დაგვიწეროს. მუნჯურად გველაპარაკება და თუ ვერ ვიგებთ, მერე გვიწერს. იმდენად უნდა, კარგად იყოს, რომ ხმას არ იღებს, ისე იტანს ყველაფერს წუწუნის გარეშე. უხმოდ და მშვიდად გვემორჩილება, ოღონდ გადავარჩინოთ

ისეთი მზერა აქვს, თვალებით გვეხვეწება, რომ გადავარჩინოთ...“, - ამბობს ქრისტინე მამუკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტს თბი­ლის­ში, შარ­ტა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად 8 წლის დათი ქოქრაშვილი მძი­მედ და­შავ­და. დაშავებულს საქართველოში, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 5 ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მას მარჯვენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ბავ­შვი ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით, იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში იბ­რძო­და სი­ცო­ცხლის­თვის, შემ­დეგ კი ოჯახ­მა ის­რა­ელ­ში გა­და­იყ­ვა­ნა, სადაც რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა.

ასევე დაგაინტერესებთ👇

🎥 „პატიება მინდა გთხოვო შენც და ბევრ ჩემს კოლეგასაც...“ - რომელ ტელევიზიაში გამოჩნდა მაია ასათიანი დიდხნიანი პაუზის შემდეგ

🎥 „რამდენიმე დღეა დადის სამსახურში ჩვეულებრივ, აღდგა თითქოს“ - რას ჰყვება მარიკა ბაკურაძე ნიკოლოზ წულუკიძეზე

🔵„ცხონება მისურვეთ... 12 კვანძი ამოიღეს და 8 აღმოჩნდა ავთვისებიანი“ - გიორგი გილიგაშვილი

წყარო: sarkenews.ge