ქართული თავის მოვლისა და კოსმეტიკის ინდუსტრია ბოლო წლებში განსაკუთრებით განვითარდა და ბაზარზე უამრავი საინტერესო, ნატურალური და ორგანული ინგრედიენტებით მდიდარი ბრენდი გამოჩნდა. ადგილობრივი მწარმოებლები ხშირად იყენებენ ქართულ ენდემურ ნედლეულს, როგორიცაა ყურძნის წიპწა, ნუში და მთის ბალახები.
საზოგადოებას განსხვავებული დამოკიდებულება აქვს ქართულ თავის მოვლის ბრენდებზე. მათი ნაწილი სანდოდ მიიჩნევს, ნაწილი კი უსაფრთხოებაზე საუბრობს.
ქართულ ბრენდებზე „კოტკასტში“ კოსმეტიკის ქიმიკოსი ანა ტკაჩუკი საუბრობს:
„კოსმეტიკის ქიმიის მთავარი დანიშნულება არის, რომ შექმნას უსაფრთხო, ეფექტური პროდუქტი და სტაბილური. ეს არის მთელი გზა, ფორმულირება არის დასაწყისი ნაბიჯი და საკმაოდ დიდი გზის გავლა უწევს პროდუქტს, სანამ თაროზე აღმოჩნდება. ფორმულის მერე მოდის სტაბილურობის ტესტირებები, შემდეგ მოდის უკვე SPF-ებზე შემოწმება, შემდეგ მიკრობიოლოგიური ტესტირებები და ა.შ.
ინგრედიენტები ადრეც არსებობდა და დღეს არ აღმოგვიჩენია, თუმცა მათი განვითარება, შეფუთვა ხდება ახალი ტექნოლოგიებით.
ავიღოთ რეტინოლი, დღეს ძალიან ბევრს მოსწონს. თუ ადრე თავისი ჩვეულებრივი ფორმით გამოიყენებოდა, დღეს შეიძლება შევხვდეთ კაფსულირებულ ტექნოლოგიას. უმჯობესდება შეღწევადობა, უმჯობესდება თვითონ ფორმულის სტაბილურობა.
იმდენად დიდი კონკურენციაა ბაზარზე, იმდენი ფორმულა არსებობს და არ შეიძლება, რომ ყველა ერთნაირი იყოს, ანუ ერთი გამოიგონებს რაღაცას და მეორემ უნდა აჯობოს. ამას მარკეტინგმა ხელი შეუწყო. დღეს, სადაც არ უნდა გაიხედო, კოსმეტიკა გხვდება.
ქართულ ბრენდებს რაც შეეხება, როგორც ვიცი ამ ბრენდებსაც ჰყავთ თავისი კოსმეტიკის ქიმიკოსები, ზოგი საქართველოში არც აწარმოებს, აწარმოებს ევროპაში კანონის დაცვით, ეს ფორმულებიც ვფიქრობ, რომ ბევრი მათგანი ინოვაციურია, უბრალოდ რადგანაც ახალი ბრენდებია, მე მაგიტომაც არ ვიღებ ხოლმე განხილვებს, რომ ჯერჯერობით არ შემხვედრია, რომ რამე კვლევა ჩაატარეს ეფექტურობის დამადასტურებელი. ერთადერთი ინფორმაცია რაც გვაქვს, ისევ ხალხმა მოიხმარა ბაზარზე და ისინი ამბობენ: „მომეწონა“, „არ მომეწონა“, - ამბობს ანა ტკაჩუკი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასე აღვნიშნეთ ჩემი დაბადების დღე შინ“ - გია ბაღაშვილი 55 წლის გახდა