დღეს, 27 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, ცინცაძის N37-ს მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 27 ოქტომბერს 11:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 27 ოქტომბერს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: სულხან ცინცაძის ქუჩას სრულად, ბახტრიონისა და საირმის ქუჩების ნაწილს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით - www.gwp.ge.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 ზაზა ფაჩულია შვილთან ერთად კალათბურთს თამაშობს - კადრები, რომელიც სოცქსელში გავრცელდა
შემდეგ არჩევნებზე ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ - მიხეილ სააკაშვილი