Digest Logo

კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

1619869555
კახი კავსაძე

კახი კავსაძე საბურთალოს სასაფლაოზე მეუღლის ბელა მირიანაშვილის გვერდით დაკრძალეს. 

ლეგენდარული მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში გაიმართა. ის თეატრიდან მქუხარე ტაშის ფონზე გამოასვენეს.

შეგახსენებთ, მსახიობი კახი კავსაძე 27 აპრილს, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახი კავსაძე, პოსტკოვიდური გართულებებით, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა.