Digest Logo

🎥 „კალანდას ხონჩას ვამზადებთ, რომელზედაც გურული ღვეზელი აუცილებლად უნდა იყოს დაბრძანებული“ - ეკა სალუქვაძე გურიის ტრადიციულ სუფრაზე

1776279530
ეკა სალუქვაძე

საქართველოში კერძი მხოლოდ საკვები არ არის. ის არის ტრადიცია, იდენტობა და ადამიანებს შორის კავშირის ფორმა. თითოეულ სუფრას, რეცეპტს და გემოს თავისი ისტორია აქვს, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და ქვეყნის კულტურულ მეხსიერებას ინახავს.

ეკა სალუქვაძე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ გვიამბობს გურიის ტრადიციულ სუფრასა და მის უნიკალურ გემოებზე:

„გურია მხოლოდ გურული ღვეზელით არ უნდა გვახსენდებოდეს, ჩემს ოჯახში აღვადგინეთ ასეთი კერძი, რომელსაც ჰქვია ცუდგარიე. ბებია ამზადებდა. 

ამ კერძს შევძინეთ ახალი სიცოცხლე. ეს არის თხილის ბაჟეთი გაკეთებული კერძი, ქათმის ხორცით და ჩხავერის საწებლით. 

შობა, კალანდობა მაინც განსაკუთრებულია გურულებისთვის. ვამზადებთ ხონჩას, რაზედაც გურული ღვეზელი აუცილებლად უნდა იყოს დაბრძანებული“, - ამბობს ეკა სალუქვაძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

17 აპრილი, 15:55 საათი: რა უნდა გააკეთოთ ახალმთვარეობაზე - რიტუალი

რატომ არის სასარგებლო ახალი კარტოფილი ხანდაზმული ადამიანებისთვის

🎥 „თუ მუდმივად გეჩქარება, ვერაფერს ასწრებ ან/და ხშირად გადადებ იმასაც კი, რაც რეალურად მნიშვნელოვანია...“ - ფსიქოლოგის ვიდეომიმართვა