Digest Logo

„კარიერას დაუმარცხებელ მებრძოლად დავასრულებ“- ილია თოფურიას სრული პრესკონფერენცია

1729834032
ილია თოფურია

26 ოქტომბერს UFC-ის რიგით 308-ე ღონისძიება გაიმართება. მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია საჩემპიონო ქამარს მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცავს. ბრძოლის წინა პრესკონფერენციაზე ქართველმა სამომავლო გეგმებისა და კარიერის შესახებ დეტალურად ისაუბრა.

„იგივე მოხდება, რაც ვოლკანოვსკისთან იყო ვოლკანოვსკისთან ბრძოლაში - ჰოლოუეისს დავაფინიშებ. ის გავთიშე მეორე რაუნდში, თუმცა აჯერად ყველაფერი იქნება გაცილებით მარტივად და მაქსს პირველივე რაუნდში დავანოკაუტებ. რა განსხვავებაა ჩემსა და მის ყოფილ მეტოქეებს შორის, რომლებმაც ის ვერ გათიშეს? მათ არ აქვთ ჩემნაირი ძლიერი ხელები და უნარები.

მაშინაც მისტვენდით, როდესაც ვამბობდი, რომ ალექსს დავანოკაუტებ და ახლაც იგივე განწყობით ხართ. ბრძოლის შემდეგ, აზრს შეიცვლით, რადგან ვიქნები პირველი, ვინც ჰოლოუეისს დააფინიშებს. ის იძახის, რომ მე სხვა მებრძოლებს ვბაძავ, მაგრამ რეალობაა ისაა, რომ ყველას უნდა ილია თოფურია იყოს.

გაგრძელდება თუ არა ეს ბრძოლა სამ რაუნდზე დიდხანს? არა, შეგიძლიათ დაისვენოთ, მაქსს პირველი რაუნდში დავანოკაუტებ. შემდეგი ბრძოლა უნდა იყოს მადრიდში, აუცილებლად. ვოლკანოვსკის თუ ასე ახარებს ფიქრი იმაზე, რომ ავსტრალიაში დავუპირისპირდები, იფიქროს, მაგრამ ჩემპიონი მე ვარ. თუ გინდა ტიტულზე კიდევ ერთხელ იჩხუბო, მადრიდში უნდა ჩახვიდე.

რატომ უნდა ჩავიდე ავსტრალიაში და დავიცვა ქამარი შენი ხალხის წინ? რატომ მივცემ ამ უპირატესობას? ის ფაქტი, რომ ისლამთან ბრძოლა მინდა, არანაირად ნიშნავს იმას, რომ დაღესტნელებთან რამე პრობლემა მაქვს. ყველანაირ ხალხს პატივს ვცემ. აბუ-დაბი მშვენიერი ადგილია. მახაჩევსაც აქ ბევრი ქომაგი ჰყავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლის შემთხვევაში, აქ ქართველებიც ჩამოვლენ და ესპანელებიც.

ჩემს სტრატეგიაზე არაფერი აისახება. ყოველთვის რაღაცის წართმევა უნდათ, თუნდაც დაუმარცხებელი სტატისტიკის. აქამდე ვერავის გამოუვიდა და არც არავის გამოუვა - კარიერას წაუგებელ მებრძოლად დავასრულებ. უპირველეს ყოვლისა, ჩემთვის კომფორტულია ქუთათელაძესთან მუშაობა. ჩემი ძმაა და არაერთი მოსამზადებელი ბანაკი გვაქვს ერთად გამოვლილი.

მეორეც - აბსოლუტურად შეუძლია ჰოლოუეის სტილის სიმულაცია. ყველაფერი გამზადებულია, გამარჯვებისთვის მზად ვარ. ერთადერთი, რაც დამრჩა - შაბათ საღამოს გამოვიდე და ავიღო ის, რაც ჩემია“,- განაცხადა ილია თოფურიამ.

წყარო: lagazzetta.ge