კაცი, რომელმაც თერჯოლაში მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, გარდაიცვალა.
ექიმ თინათინ ჩაფიძის ინფორმაციით, კაცის მდგომარეობა მძიმე იყო. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
„პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა ჰქონდა, მე-3, მე-4 ხარისხის“, - აღნიშნა ექიმმა.
24 ნოემბერს, თერჯოლაში ერთ-ერთ ქსელურ მაღაზიაში კაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი გადაასხა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.