Digest Logo

„ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა“ - აკია ბარბაქაძის, გედევან ფოფხაძისა და გიგა მაქარაშვილის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

1678304726
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი

ვრცელდება ვიდეო ჩანაწერი, თუ როგორ უნდა შეიჭრან პარლამენტში. ვიდეოში ფიგურირებენ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, სამხედრო ექსპერტი აკია ბარბაქაძე და გედი ფოფხაძე.

„ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია რომ ავიღოთ შენობა. მაიდანი და ქუჩაში ხალხი შანსი არ არის... სიცივეში ვინ გამოვა, თუ შენობაში შეიყვან, ღამეს გაათევენ.

შენობაში შეყვანის გარეშე ხალხი არ გაჩერდება, ვარიანტი არ არის...  თუ ესენი მწვანეს ანთებენ, ჩვენ გვაძლევენ საშუალებას, რომ უნდა გამოეწყოს რაღაც ჯგუფი და პირველი ტალღა მიიღონ, დანარჩენები აგვყვებიან მერე, მასე ხდება... 2თვის თემაა აა, მაინც დაამხობენ,“ - აღნიშნულია ჩანაწერში.