UFC 328-ზე ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. მაყურებელმა იხილა ძალიან ახლო ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით, რომელიც საბოლოოდ ჩეჩენი ექს-ჩემპიონის წაგებით დასრულდა.
შეგახსენებთ, ეს იყო პირველი მარცხი „ბორზის" კარიერაში.
15 გამარჯვება და 1 მარცხი - 32 წლის ყოფილი ჩემპიონის სტატისტიკა ამიერიდან ასეთია. ამის გარდა, გამოსარჩევია ისიც, მან ტიტული დათმო ისე, რომ ქამრის 1 წარმატებული დაცვაც არ ჰქონია.
რაც შეეხება ამერიკელ ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას შემდეგ, ის არის მე-2 მებრძოლი საშუალო დივიზიონში, რომელმაც ქამრის დაბრუნება შეძლო.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით