ხაშური-ოსიაურის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, მსუბუქი ავტომანქანა წყალმზიდს შეეჯახა.
როგორც ადგილობრივი მედია „ქართლის ამბები“ წერს, ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.
სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕2027 წელს ხელფასები იზრდება - ვის შეეხება ცვლილება?
⭕როგორ მოვიშოროთ გარდერობში უსიამოვნო სუნი? - მეთოდი, რომელიც პრობლემას მოგიგვარებთ